კახა წიქარიშვილი პოზიციას ცვლის
კახა წიქარიშვილი პოზიციას ცვლის. მანუჩარ კაკოჩაშვილს ბოდიშს უხდის. ამბობს რომ ის სისტემასთან შეთანხმებით არ მოქმედებს. ახლა წიქარიშვილი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს რომ კაკოჩაშვილის სარჩელი უბრალოდ სასამართლომ კარგად გამოიყენა. საზოგადოებას ახსოვს ისიც რომ პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრად მანუჩარ კაკოჩაშვილს კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. კენჭისყრა ფარული იყო და კაკოჩაშვილმა მხოლოდ რვა ხმა მიიღო, ისიც სავარაუდოდ ოპოზიციისგან. ხელისუფლება სამართლებრივ დავას არ აფასებს. მმართველი გუნდი ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას
