რადიკალებმა რიტორიკა შეცვალეს
რადიკალებმა რიტორიკა შეცვალეს. რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აღარ ითხოვენ და ირწმუნებიან რომ მსგავსი არასდროს უთქვამთ, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები ყველგან იძებნება და საზოგადოებასაც კარგად ახსოვს შეურაცხმყოფელი ფორმა, რომლითაც ისინი საკუთარ პოზიციას გამოხატავდნენ და საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ. პარალელურად პარლამენტშია ამ დრომდე ლელოს კანონპროექტი, რომლითაც ხაზარაძის პარტია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ყალბი რიტორიკა ვერ გაიყიდება - ეს ხელისუფლების პასუხია ოპოზიციის ახალ რიტორიკაზე
