პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პირველი ბრიფინგი გამართა
პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პირველი ბრიფინგი გამართა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ერთმანეთს ორი პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უპირისპირდება. კობახიძის თქმით, არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დარწმუნებულია რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით კიდევ ერთხელ, გაიმარჯვებს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი. ირაკლი კობახიძემ წინასაარჩევნო გარემოზე გაამახვილა ყურადღება
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
