სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა რომ გამოძიება ეხება ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა რომ გამოძიება ეხება ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებას. სუსი იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. მიზანი კი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.
