არესტოვიჩი, უკრაინა და NATO
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ უკრაინას NATO-ში არავინ მიიღებს და უკრაინისთვის რეალური სუვერენიტეტის გარანტი ქვეყნის ნეიტრალიტეტია. მისივე თქმით, დასავლელ პარტნიორებს ესმით, რომ უკრაინის ალიანსში მიღება, რუსეთსა და NATO-ს შორის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას ნიშნავს. არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ნეიტრალური სტატუსი ომის დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების რეალური შანსია.
