პრემიერის შეხვედრა გიორგი ხუბუასთან
პრემიერ-მინისტრი, განათლების მინისტრთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახლად დანიშნულ რექტორს, გიორგი ხუბუას შეხვდა. საუბარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების გეგმებს შეეხო. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გიორგი ხუბუას, აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი, არის 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 7 მონოგრაფიისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.
