გარე ჩარევების მცდელობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს მოსახლეობის არჩევანის დაცვაზე ისაუბრა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჩარევის მცდელობა შეიძლება ჰქონდეს ყველას, თუმცა ხელისუფლების ფუნქცია, ასეთი მცდელობების თავიდან აცილებაა.
