კუნძულ სიცილიაზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, კატანიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა
კუნძულ სიცილიაზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, კატანიის აეროპორტში ფრენები გაუქმდა. ბოლო რამდენიმე დღეა ეტნას კრატერიდან ლავა და ფერფლი იფრქვევა. ახლომდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანების გამო კი, ხილვადობა უკიდურესად არის გაუარესებული. როგორც კატანიის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაცია იუწყება, ფრენები მას შემდეგ განახლდება, რაც ხილვადობა აღდგება. მანამდე ავიარეისების ნაწილი ქალაქ პალერმოში გადამისამართდება.
