უკრაინა წვევამდელი ასაკის მამაკაცების ქვეყანაში დასაბრუნებლად, ოფიციალურ კიშინიოვთან მოლაპარაკებებს მართავს
უკრაინა წვევამდელი ასაკის მამაკაცების ქვეყანაში დასაბრუნებლად, ოფიციალურ კიშინიოვთან მოლაპარაკებებს მართავს. ამის შესახებ მედიას მოლდოვაში უკრაინის ელჩმა განუცხადა. მარკო შევჩენკოს თქმით, უკრაინელი მამაკაცების ნაწილი მობილიზაციის თავის არიდების მიზნით, უკრაინიდან მოლდოვაში არაკანონიერი გზებით გადავიდა, ნაწილმა მოლდოვაში თავშესაფარი უკვე მიიღო, ზოგიერთმა კი ევროპის სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა. ქვეყნიდან გაქცეულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ოფიციალური კიევი კიშინიოვს სთხოვს საზღვრის უკანონო დამრღვევები უკრაინაში დააბრუნოს და მათ თავშესაფარი არ მისცეს.
