უკრაინამ საზენიტო კომპლექსით დონბასში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი - სუ 25 გაანადგურა
უკრაინამ საზენიტო კომპლექსით დონბასში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი - სუ 25 გაანადგურა. იერიშის ამსახველი ვიდეო მასალა უკრაინის თავდაცვამ გაავრცელა. ოკუპანტის სამხედრო თვითმფრინავი, ფრონტის ხაზზე უკრაინულ პოზიციებზე შეტევას გეგმავდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი უწყება, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის რამდენიმე ოლქში უკრაინული დრონების მასირებული შეტევა მოიგერიეს. მოსკოვის მტკიცებით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა უკრაინის მიერ გაშვებული 163 დრონი გაანადგურა.
