საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა
საბრძოლო საინჟინრო ბატალიონმა 32 წლის იუბილე სამწყობრო მოედანზე საზეიმოდ აღნიშნა. პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა აღმოსავლეთის სარდალმა. ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა, სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები და საშტატო ცეცხლსასროლი იარაღები გადაეცათ. ღონისძიებას სამხედრო ინჟინრების ოჯახის წევრები დაესწრნენ. მოწვეულმა სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი საინჟინრო საშუალებები, ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ბავშვებისთვის მხიარული სტარტები მოეწყო.
