ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში უკვე ხვალიდან შეეძლებათ
ონკოლოგიურ პაციენტებს, სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების მიღება სამედიცინო დაწესებულებებში უკვე ხვალიდან შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, ონკოპაციენტებისთვის პრეპარატების მიღების გზა მარტივდება. მანამდე მათ, მედიკამენტების რეცეპტისთვის კლინიკაში მისვლა, შემდეგ აფთიაქში მათი შეძენა და სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად, ისევ კლინიკაში დაბრუნება უწევდათ.
