კახა წიქარიშვილი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
კახა წიქარიშვილი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც შეჩერდა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რაც იუსტიციის საბჭოში მის არამოსამართლე წევრად დანიშვნას გულისხმობდა. იუსტიციის საბჭოში წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულება, საქალაქო სასამართლომ მანუჩარ კოკოჩაშვილის სარჩელის საფუძველზე შეაჩერა. კოკოჩაშვილი მის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს და კომისიას არაობიექტურობაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით კი, არავინ ინტერესდება რა არგუმენტებზე დაყრდნობით შეაჩერა სასამართლომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად წიქარიშვილის დანიშვნა.
