გიორგი გველესიანის განცხადება
ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი გველესიანი ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ვრცელი განცხადებით ეხმიანება. სპორტსმენის თქმით, სახეზეა მოსმენილის გააზრების პრობლემა. ფეხბურთელისთვის კორექტულობის საზღვრების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა გველესიანი ამბობს, რომ ხატია დეკანოიძის მხრიდან მისი მისამართით ნათქვამი სიტყვა - ბოროტება კომიკურია. „ჩვენ ორს შორის, მე არც ღვარძლის თესვით ვარ დაკავებული და არც მოსახლეობის ცნობიერების ძირგამომთხრელ საქმეს ვეწევი,“- ასე პასუხობს სპორტსმენი პოლიტიკოსს.
