ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმე - პოლიტიკური შეფასებები
საქმესთან დაკავშირებით, კეთდება პოლიტიკური შეფასებები. იმის მიუხედავად, რომ საქმის კონკრეტულ დეტალებზე ერთ-ერთი გამოკითხული და მისი უფლებადამცველიც საუბრობს, ოპოზიციას გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა. მმართველი გუნდი კი სვამს კითხვას, რატომ მალავდნენ რამდენიმე დღის განმავლობაში გამოკითხვაზე დაბარებულები და „ნაციონალური მოძრაობის“ მედიასაშუალებები, რომ გამოძიება ტერორიზმის მუხლითაც მიმდინარეობდა.
