საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხული გელა კახაბრიშვილი და მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი
საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხული გელა კახაბრიშვილი და მისი ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებენ, რომ სასამართლოში გამოკითხვისას საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე. 4-დღიანი დუმილის შემდეგ, დღეს გამოკითხვაზე მისულებს, საქმის დეტალების აღიარება მოუწიათ. მანამდე ისინი არათუ არ საუბრობდნენ საქმის დეტალებზე, არამედ ტერორიზმის მუხლსაც კი მალავდნენ.
