ტელეკომპანია იმედის მაყურებელმა რეიტინგების ლიდერი მუსიკალური საგამოძიებო შოუს "ვინ ვინ არის" ნახევარფინალი იხილა
აუტსაიდერები გახდნენ დრაკონისა და პანდას კოსტიუმებში გამოწყობილი კონკურსანტები. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღაბი დრაკონმა მოიხსნა, რომელიც ცნობილი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი აღმოჩნდა.
