ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმე
ჯერჯერობით კვლავ უცნობია, ვის ან რის მიმართ იგეგმებოდა ტერორისტული აქტი. ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებულების უმრავლესობა მოსამართლის წინაშე იკითხება. დღეს საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით რადიკალებთან დაკავშირებული ნადიმ ხმალაძე გამოიკითხა, სუსში კი კონსტანტინე ჯღამაია. ორივე ადასტურებს, რომ გამძიებას კითხვები ტერორიზმის მომზადებასთან დაკავშირებით ჰქონდა. დღეს პირველად და საჯაროდ მოვისმინეთ სიტყვა აფეთქებაც, თუმცა მეტ დეტლზე გამოკითხულები არ საუბრობენ. საინტერესოა, რომ თავდაპირველად ტერორიზმის მუხლს გამოკითხვაზე დაბარებული ყველა პირი მალავდა, მათ შორის „ნაციონალური მძრაობის„ მედიასაშუალებებიც.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
