ანალენა ბერბოკის განცხადებით, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნით პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნით პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენა. ბერბოკმა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაძლიერებაში ჯო ბაიდენის წვლილი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ნატო ბოლო დროს მეტად გაძლიერდა. თუმცა ბერბოკი მიიჩნევს, რომ ამერიკის არჩევნების შედეგების მიუხედავად, ევროკავშირმა უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გამოთიშვა არჩევნებში დონალდ ტრამპის გარანტირებულ გამარჯვებას არ ნიშნავს. .
