ჩინეთში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, 29 კი ამ დრომდე ეძებენ
ჩინეთში, ძლიერი წყალდიდობის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, 29 კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სიჩუანის პროვინციაში ებრძვიან. ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად, ერთ-ერთ სოფელში 40-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ცალკეულ ადგილებში ჩამოწოლილმა მეწყერმა სავტომობილო გზები მნიშვნელოვნად დააზიანა. მაშველებს სტიქიის ზონიდან დაზარალებულები 24-ი საათის განმავლობაში გამოჰყავთ. ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი 500-მდე ადგილობრივი მცხოვრები.
