პრემიერ-მინისტრმა უნივერსიტეტების შესახებ ისაუბრა
პრემიერ-მინისტრმა უნივერსიტეტების შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ", პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტებიდან კვალიფიციური ლექტორები გააგდო. პრემიერის თქმით, 2004-დან 2012 წლამდე ნაციონალური მოძრაობა შეჭრილი იყო როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში.
