გამჭვირვალობის წინააღმდეგ სარჩელს, ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება - ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე
გამჭვირვალობის წინააღმდეგ სარჩელს, ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება - ასეთია პრემიერ-მინისტრის შეფასება სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილმა ამ გადაწყვეტილებით აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია და დაადასტურა რომ ქვეყანას კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ჰყავს. როდის დაიწყება სარჩელის განხილვა, ჯერ უცნობია. სარჩელი უკვე რეგისტრირებულია და მას პლენუმი განიხილავს.
