დავით კეზერაშვილთან შეხვედრის მონაწილეები კითხვებს გაურბიან
დავით კეზერაშვილთან შეხვედრის მონაწილეები კითხვებს გაურბიან. საქართველოში დაბრუნებული თინა ბოკუჩავა არაფერს ამბობს, გიორგი ვაშაძე კი ირწმუნება, რომ ინფორმაცია კეზერაშვილთან შეხვედრის შესახებ სიცრუეა. კეზერაშვილთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მხოლოდ დიმიტრი ჩიქოვანმა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ შეხვედრაზე საარჩევნო კამპანიასა და "ნაციონალურ მოძრაობაში" თანამდებობების განაწილებაზე საუბარი არ ყოფილა.