ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ჩავა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში ჩავა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბენიამინ ნეთანიაჰუ თეთრი სახლის ლიდერს, ჯო ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა. ვაშინგტონში გაფრენამდე კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირედ დარჩება, იმის მიუხედავად, თუ ვის აირჩევენ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, პირისპირ შეხვედრის დროს ჯო ბაიდენს მადლობას გადაუხდის იმ ყველაფრისთვის, რაც თეთრი სახლის ლიდერმა თავისი კარიერის განმავლობაში ისრაელისთვის გააკეთა.
