ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი - აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი - აცხადებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ჯოზეფ ბორელი ჯო ბაიდენის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას გამოეხმაურა და მის შემცვლელ კანდიდატს წარმატებები უსურვა. ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბაიდენის გადაწყვეტილების შემდეგ, სამომავლო პერსპექტივებთან მიმართებით ბუნდოვანებაა, თუმცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცვლილების შემთხვევაში, ევროპის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის მიმართულებით დიდ ცვლილებებს არ ელოდება.
