რესპუბლიკელები შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ
რესპუბლიკელები შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, თეთრი სახლის ლიდერს გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ჯო ბაიდენმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. მაიკ ჯონსონის შეფასებით, თუკი პრეზიდენტს არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, მან არც ქვეყნის მართვა უნდა გააგრძელოს. ამ პოზიციას იზიარებენ წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვა რესპუბლიკელი წევრებიც და დემოკრატიულ პარტიას ამერიკელი ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებენ.
