გამჭვირვალობის წინააღმდეგ სარჩელს, ვერავითარი პესრპექტივა ვერ ექნება - ასეთია პრემიერ მინისტრის პასუხი
გამჭვირვალობის წინააღმდეგ სარჩელს, ვერავითარი პესრპექტივა ვერ ექნება - ასეთია პრემიერ მინისტრის პასუხი სალომე ზურაბიშვილის სარჩელზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა და აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. დაადასტურა ისიც რომ ქვეყანას კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი ჰყავს. როდის დაიწყება სარჩელის განხილვა ჯერ უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის რომ სარჩელი რეგისტრირებულია და პლენუმი განიხილავს.
