ოპოზიციამ დონალდ ტრამპთან მიმართებით რიტორიკა შეცვალა
ოპოზიციამ დონალდ ტრამპთან მიმართებით რიტორიკა შეცვალა. ხელისუფლებაში ამბობენ რომ წლების განმავლობაში გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვერავინ დაივიწყებს. პარალელურად ოპოზიცია ირწმუნება რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში საქართველოში არაფერი შეიცვლება და საჭიროა ხელისუფლების ცვლილება. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, თუ ტრამპი გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონი, რაც დამოკიდებულებას შეცვლის საქართველოს მიმართაც.
