დავით კეზერაშვილთან შეხვედრის მონაწილეები კითხვებს გაურბიან
დავით კეზერაშვილთან შეხვედრის მონაწილეები კითხვებს გაურბიან. საქართველოში დაბრუნებული თინა ბოკუჩავა არაფერს ამბობს, გიორგი ვაშაძე კი ირწმუნება რომ კეზერაშვილთან შეხვედრა სიცრუეა. ერთადერთი შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა დიმიტრი ჩიქოვანმა, თუმცა თქვა რომ შეხვდა როგორც სიძეს და უარყო საარჩევნო კამპანიასა და ნაციონალურ მოძრაობაში თანამდებობების განაწილებაზე საუბარი. კეზერაშვილთან კვიპროსში იმყოფებოდნენ, თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე, დავით კირკიტაძე, დიმიტრი ჩიქოვანი. არსებული ინფრომაციით, კეზერაშვილს საარჩევნო კამპანიის კონტროლი სურს. საარჩევნო შტაბის არაფორმალური მმართველიც სწორედ მისი ცოლისძმა დიმიტრი ჩიქოვანი იქნება.