ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას აგვისტოს დასაწყისში დაიწყებს
ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას აგვისტოს დასაწყისში დაიწყებს. საარჩევნო პროგრამა კი მოიცავს ყველა სფეროს. ხალხისთვის ქართული ოცნების მთავარი სათქმელია, რომ ისინი ღირსებით განაგრძობენ პოლიტიკის წარმოებას და სერიოზული წნეხისა და ზეწოლისა მიუხედავად შეინარჩუნებენ მშვიდობას. ნინო არღვლიანი გვიერთდება პირდაპირ ეთერში.
