პრემიერი ირაკლი კობახიძე აიარაის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას შეხვდა
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარი თემა იყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.
