სვანეთში, მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს
სვანეთში, მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს. წელს ფესტივალის მთავარი სტუმარია თანამედროვეობის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული რეჟისორი, ორგზის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული რუბენ ოსტლუნდი. ყოველ საღამოს, მესტიის მთავარ მოედანზე მიმდინარეობს კინო ჩვენებები. ფესტივალის ფარგლებში რეჟისორმა მასტერკლასიც ჩაატარა. ქართველ რეჟისორებს, პროდიუსერებს და ავტორებს საშუალება აქვთ უცხოელ კოლეგებს წარუდგინონ მიმდინარე პროექტები, იდეები და მოიპოვონ დაფინანსებაც. მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დღეს საღამოს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალით დაიხურება
