ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს თამაზ ნადარეიშვილს 70 წელი შეუსრულდებოდა
ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს თამაზ ნადარეიშვილს 70 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ სხვადასხვა ღონისძიება მიუძღვნა. უმაღლეს საბჭოში პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც გაიხსენეს თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა, მისი დამსახურება და წვლილი აფხაზეთისა და აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზაციას საქმეში. თამაზ ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ მაიორის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. წლების განმავლობაში გახლდათ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოს მესამე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი
