იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური ახალგაზრდული პროექტი დაიწყო
იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური ახალგაზრდული პროექტი დაიწყო. ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და კლუბის წევრებს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. პირველ ეტაპზე ახალგაზრდული კლუბის წევრები ორ დღიან ტრენინგს გაივლიან გუნდური შეჭიდულობისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ. პლატფორმა საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა განივითარონ პროფესიული უნარ ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში.
