საფრანგეთის პოლარიზაცია
პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის მასშტაბით რადიკალიზაციის ზოგად ტენდენციებზე სოციალურ ქსელში წერს. შალვა პაპუაშვილის თქმით, სახეზეა პოლიტიკური ელიტების კრიზისი. ამ ფონზე, პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველოს მისამართით, მათ შორის ამ კრიზისით განპირობებული გამაოგნებელი რიტორიკა მალე დასრულდება და მსოფლიო დღის წესრიგი, რაციონალურ ჩარჩოებში დაბრუნდება.
