კანონპროექტი ამნისტიის შესახებ
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 16- მუხლისგან შედგება, პირველი მოსმენით მიღებულია. „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცნობილია, რომ კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ასევე ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის გადაცდომას. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მკაფიოდ ამბობს, რომ ამნისტიის კანონი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახდება. მაკა აბულაძე გიამბობთ.
