გზავნილები უნგრეთიდან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში. უკვე გაფორმებულია შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“. მანამდე კი შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შედგა. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
