სიმართლის დამალვის მცდელობა
ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქრონიკას დაუდასტურეს, რომ გამოძიება ამ ორი მუხლით მიმდინარეობს. სუსში კომენტარი არ კეთდება, რადგან საქმე გრიფით საიდუმლოა. გამოკითხვაზე მყოფმა ლაშა ჭიღლაძემ და მისმა ადვოკატმა კი, საზოგადოებას სიმართლე დაუმალეს. ირწმუნებოდნენ, რომ გამოძიება მხოლოდ 315-ე მუხლს ეხებოდა. ამ ნარატივს ავითარებდა ოპოზიციური მედიაც, თუმცა გეგმა ჩავარდა. საინტერესოა, რატომ მალავდნენ ინფორმაციას? ჭიღლაძის ადვოკატი დღის ბოლოს ქრონიკასაც დაემალა, ის სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.
