ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციაში ქართული მხარის წინადადება აისახა
საუბარია შავი ზღვისა და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერებაზე. საქართველოსთან, უკრაინასთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან ერთად, ჩატარდება ტექნიკური დიალოგის სერია ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად.შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ენერგეტიკული გამტარი უნდა გახდეს, ერთ ერთი პროექტია რომელზე საქართველო ინფორმაციას გააზიარებს. დოკუმენტში ჩანაწერი გულისხმობს ასევე კასპიის ზღვის რესურსების გადახედვასაც. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, საქართველო ევროპის პოლიტიკური გაერთინების რიგით მეოთხე სამიტზე, 50-მდე ქვეყნის ლიდერის მიერ შემუშავებულ დეკლარაციას შეურთდა.
