ლაშა ჭიღლაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლის წინაშე გამოიკითხა
გამომძიებლების შეკითხვებს ის თითქმის ერთი საათის განმავლობაში ადვოკატის თანდასწრებით პასუხობდა, თუმცა გამოკითხვიდან გამოსულ ჭიღლაძეს არ უსაუბრია რას ედავება გამოძიება.ადვოკატი და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ასახელებენ მხოლოდ 315-ე მუხლს, თუმცა არ აკონკრეტებენ რას გულისხმობს ეს მუხლი და რა კითხვები დაუსვეს საქმის ირგვლივ. გამოკითხვიდან გამოსული ჭიღლაძე მედიის შეკიტხვებს გაურბის, თუმცა სავარაუდოდ გამოკითხვის დეტალებზე ვრცლად ისაუბრა დავით ქაცარავასთან, რომელიც მას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა. რამდენიმე წუთის წინ უკრაინაში მყოფმა ვანო ნადირაძემ დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურში დაიბარეს ვაჟა ცეცაძე
