15 -დან 21 ივლისის ჩათვლით მესტიაში მეოთხედ იმართება სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით 15-დან 21 ივლისის ჩათვლით მესტიაში მეოთხედ იმართება სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი“. ფესტივალზე რუბენ ოსტლუნდის ფილმის „კვადრატის" ჩვენებას რეჟისორიც დაესწრო. ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზის - ,,ოქროს პალმის რტოს" მფლობელია. ფესტივალზე მაყურებელი ასევე იხილავს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ და სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს. გაიმართება კინოინდუსტრიის რვა მასტერკლასი, რომელთაგან ერთი ჰაწვალზე ჩატარდება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია..