თელ-ავივის ცენტრში დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუტისებმა აიღეს
იემენში მოქმედი სამხედრო დაჯგუფების პრესსპიკერის განცხადებით, ისრაელ-ჰამასის ომის ფარგლებში პალესტინელების სოლიდარობის მიზნით ქალაქზე შეტევებს მომავალშიც გააგრძელებენ. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თელ-ავივში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დრონის ჩამოვარდნას მოჰყვა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 8 ადამიანი.
