ვიქტორ ორბანის თქმით, მსოფლიოში მატულობს იმ პოლიტიკურ ლიდერთა მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელთაც მშვიდობა სურთ
ვიქტორ ორბანის თქმით, მსოფლიოში მატულობს იმ პოლიტიკურ ლიდერთა მკვლელობის მცდელობის შემთხვევები, რომელთაც არა ომი, არამედ მშვიდობა სურთ. უნგრეთის პრემიერ მინისტრის აზრით, დონალდ ტრამპსაც თავს სწორედ მისი პრო-სამშვიდობო შეხედულებების გამო დაესხნენ თავს. ვიქტორ ორბანმა მის მიერ წამოწყებულ სამშვიდობო მისიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი და ომის მომხრე ევროპელი ლიდერები ვითარებას გულუბრყვილოდ უყურებენ. უნგრეთის პრემიერ მინისტრის თქმით, როდესაც ომში მყოფ მხარეებს მშვიდობა არ სურთ, მაშინ ძალაუფლების მქონე მსოფლიო ლიდერები უნდა გაერთიანდნენ მშვიდობის მისაღწევად.
