ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ომი ათეული წლები გაგრძელდეს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ომი ათეული წლები გაგრძელდეს. “ბიბისისთვის” მიცემულ ინტერვიუში სტოლტენბერგი ამბობს რომ ევროპა ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ომი გრძელდება, რადგან ვლადიმერ პუტინი თვლის რომ გამარჯვება შეუძლია, ამიტომ სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ომის დასასრულებლად პუტინი უნდა დაარწმუნონ, რომ ნატო უკრაინას ძლიერ და ხანგრძლივ სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს.
