მსოფლიოში ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალურმა გათიშვამ ქაოსი გამოიწვია
მსოფლიოში ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალურმა გათიშვამ ქაოსი გამოიწვია. კომპანია მაიკროსოფტის სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის სისტემური ხარვეზის გამო მსოფლიო მასშტაბით შეფერხებით მუშაობენ ბანკები, სავაჭრო ცენტრები, სამედიცინო დაწესებულებები და აეროპორტები. ტექნიკური ხარვეზის გამო რეისები გადაიდო დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების აეროპორტებში.
