განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს
იმერეთის პოლიციამ გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხონის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1990 წელს დაბადებულ პირს , ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
