UEFA-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს და ეროვნული ნაკრების წარმატებულ დებიუტს ულოცავს
UEFA-ს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს და ეროვნული ნაკრების წარმატებულ დებიუტს ულოცავს. “ თქვენ აჩვენეთ მსოფლიოს, რომ ხართ საფეხბურთო ძალა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ” - ნათქვამია წერილში. როგორც უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი წერილში აღნიშნავს, ევროპის ჩემპიონატმა, უდავოდ, დაამტკიცა ეროვნული ნაკრების, როგორც ეროვნული სიამაყისა და ერთიანობის წყაროს მნიშვნელობა.
