ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომების გამკაცრებას გეგმავს ესპანეთი
ყალბი ამბების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომების გამკაცრებას გეგმავს ესპანეთიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონპროექტს აინიციირებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაუგებარია მიდგომა - რომ ის რაც პრობლემაა საქართველოში, ევროპული ქვეყნებისთვის დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. რადიკალური ოპოზიცია კი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და აცხადებს, რომ საქართველოს კანონი უცხოურ კანონებს არ უნდა შევადაროთ, თუმცა რატომ - ვერ აკონკრეტებენ.
