სამიტის დეკლარაციას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე
სამიტის დეკლარაციას და დოკუმენტში უცხოური ჩარევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჩანაწერს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საწყენია ის ფაქტი, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას საქართველოს მიმართ კრიტიკა მოჰყვა, მაშინ როცა ქართული კანონი ინგლისში მიღებული დეკლარაციის პრინციპებს პასუხობს.
