პარიზში პოლიციელს თავს დაესხნენ
პარიზში პოლიციელს თავს დაესხნენ. საფრანგეთის დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში სამართალდამცველს, დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. ინციდენტი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა . მედიის ცნობით, მაღაზიის თანამშრომლებმა შეიარაღებული პირი შენიშნეს და პოლიცია გამოიძახეს. შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციელი დაჭრა. ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.